LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე გაიცა – IDFI

41
ლარსი საბაჟო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე გაიცა, 434 რუსს კი უარი ეთქვა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ ბინადრობის უფლების მოთხოვნა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.

„2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1 321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებული განცხადებები, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%) იყო და 1 598 შეადგინა. მარტი-ივლისის პერიოდში დაფიქსირებული 2 032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის, ამავე პერიოდში დაკმაყოფილებული განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 32,6%-ს შეადგენს. ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა“, – აცხადებენ IDFI-ში.

კვლევის თანახმად, 2019-2022 წლების მარტი-ივლისის პერიოდში ყველაზე დიდი მიმართვიანობა მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე ფიქსირდება (გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში), ყველაზე მეტი დაკმაყოფილებული განაცხადიც ამავე კატეგორიაში ექცევა. კერძოდ, 3 930 განაცხადიდან 1 598 სწორედ მუდმივ ბინადრობაზეა, დაკმაყოფილებული განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 41%-ს შეადგენს.

magti 5g