LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბოლო წელიწად-ნახევარში ინდმეწარმედ რუსეთის 20 ათასზე მოქალაქე დარეგისტრირდა

124
ესააა

პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოში ბოლო წელიწად-ნახევარში ინდმეწარმედ რუსეთის 20 691 მოქალაქე დარეგისტრირდა.

6 თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9000-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა – საჯარო რეესტრი

კერძოდ, უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 14 506 მოქალაქე.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, ინდივიდუალურ მეწარმედ საქართველოში დარეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 6 185 მოქალაქე.

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში 5 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

 

წყარო: bpn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები