LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დანიის კულტურის ინსტიტუტი იხსნება

165
დანიის კულტურის ინსტიტუტი

16 მაისს, 18.00 საათზე, საქართველოში დანიის კულტურის ინსტიტუტი ოფიციალურად გაიხსნება. 

ინსტიტუტის მიზანია დანიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში ქართული სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გრძელვადიანი მხარდაჭერა, კულტურის სფეროში მომუშავე სპეციალისტების წახალისება, გაცვლითი ღონისძიებებისა და პროგრამების ორგანიზება. 

დანიის კულტურის ინსტიტუტი 1940 წლიდან არსებობს. მას ამჟამად მსოფლიოს 14 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა და ხელს უწყობს ქვეყნების კულტურულ განვითარებას.

ინსტიტუტის ოფიციალურ გახსნას დანიიდან ხელმძღვანელი კამილა მორდჰორსტი, რეგიონალური დირექტორი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰენრიეტე ბორგ რაინჰოლდი და დირექტორთა საბჭოს 8 წევრი ეწვევა. საბჭოს წევრები წარმოადგენენ დანიისათვის უმნიშვნელოვანესი კულტურული დაწესებულებების, სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და მფლობელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები