2021 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26 წლით განისაზღვრა, – ამის შესახებ აღნიშნულია 2021 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებში, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 38.0%-დან 37.4%-მდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 35.6%, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8%-დან 26.4%-მდე გაიზარდა.
2021 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4 პროცენტიდან 27.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2 პროცენტიდან 69.2 პროცენტამდე გაიზარდა.
კლება შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.4 პროცენტიდან 3.6 პროცენტამდე შემცირდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში 2021 წელს ყველაზე მეტი, 60 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა
23 155 ქორწინება, 10 654 განქორწინება – 2021 წლის მონაცემები