LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დემოკრატიის ბედი რისკის წინაშეა: უცხოელი დიპლომატები

52
mikiska

თბილისში განვითარებულ გუშინდელ მოვლენებს უცხოელი დიპლომატები ეხმაურებიან.

“ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და ლგბტ ​ჯგუფების, მათ შორის პრაიდის წინააღმდეგ, მიუღებელია,” – ნიდერლანდების საგარეო უწყება

ნიდერლანდების საგარეო უწყება საქართველოს სამართალდამცველებს იმ ადამიანების დაცვისკენ მოუწოდებს, ვინც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს იყენებს.

“შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმებით. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი,” – წერს პეტრ მიკისკა “ტვიტერზე”.

ჩეხეთის ელჩი წერს, რომ საქართველოში დემოკრატიის ბედი რისკის წინაშეა და ყველა მხარემ, მათ შორის მთავრობამ სრული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს.

მედიის წარმომადგენლეზე ძალადობა მიუღებელია ლიეტუვის ელჩისთვისაც. ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად სწრაფი გამოძიება უნდა დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g