LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე 12 პირის დანიშვნის თაობაზე მიმართა, რამდენს მოაწერა ხელი ზურაბიშვილმა – იხილეთ სია

275
Untitled design - 2022-03-29T133628.904

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა.

სააგენტო დაინტერესდა, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

„2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით საქართველოს მთავრობამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა.

ყველა წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ,”- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ პასუხში.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, თანამდებობებზე დაინიშნა შემდეგი 12 პირი:

  • ვახტანგ მახარობლიშვილი – ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე
  • სოფიო ქაცარავა- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე
  • ზაზა გაბუნია – მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  • გიორგი ზაქარაშვილი – უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე
  • დავით სოლომონია- ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  • ირაკლი ხუცურაული- ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  • ირაკლი ხუცურაული- შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად
  • ზურაბ ბერიძე – პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად
  • ნათელა მენაბდე – დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად
  • თეიმურაზ ლეჟავა – იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  • ლევან დიასამიძე – მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე
  • სალომე შაფაქიძე – ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.

კერძოდ, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – რას ედავება მმართველი გუნდი ზურაბიშვილს და რა შანსები აქვს გამარჯვების

აღნიშნულ ინფორმაციას, მოგვიანებით გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი.

მისი თქმით, არის რამდენიმე კანდიდატურა, რომელთა დანიშვნას ელჩად პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და თუ ვინმე სხვა რამეს ამბობს, ტყუის.

„საუბარია უმნიშვნელოვანეს ქვეყნებსა და ორგანიზაციებში ელჩებს წარდგენაზე“. – აცხადებს სუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები