LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდა

88
bl06macro-petrol-943285g

საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა.

საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო 4 სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. დიზელის ხარისხის ევრო 5 ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის 1 იანვრისთვის არის განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის ბოლოს, ღონისძიებები განხორციელდა ბენზინთან მიმართებითაც და განისაზღვრა ევროდირექტივით დადგენილი ყველა პარამეტრი.

„საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ავტომობილებში გაუმჯობესდება წვის პროცესი, რაც უზრუნველყოფს აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. საავტომობილო საწვავის რეგულარულ მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g