LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია: თენგიზ ცერცვაძე

102
1885859790

“ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შტამი 50 ქვეყანაში ფიქსირდება, იყო რამდენიმე საეჭვი შემთხვევა საქართველოშიც, თუმცა არ დადასტურდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ჩინურ-ევროპული და ბრიტანული შტამია დადასტურებული.

“ინდური შტამის გაცილებით უფრო მეტია, რადგან ჩვენი კონტაქტები და მიმოსვლა ინდოეთთან გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სამხრეთ აფრიკასთან. მესამე პირების საშუალებით თუ მოხვდება სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოში, თორემ ისე წესით არ უნდა მოხვდეს. ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია.

დღეს გამოყენებული ვაქცინები ფარავს, როგორც ბრიტანულ შტამს ასევე ინდურ შტამს. სამხრეთ აფრიკულ შტამზე ახლა მიმდინარეობს ამ ვაქცინების გამოცდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g