LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს

91
Untitled-design-5-5

საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს სხვადასხვა ტიპის შეღავეთების დაწესებაზე იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი.

ამავე საკითხზე დღეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. „ჯერჯერობით დამატებით შეღავათებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საუბარი მიდის, თუ რა წესები გარცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, – განმარტა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g