LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იაფი სუპერმარკეტის პირველი ფილიალი გაიხსნა

2095
6N7A3526

საქართველოში სუპერმარკეტების ქსელ „იაფის“ პირველი ფილიალი გაიხსნა. ობიექტი ქალაქ გორში განთავსდა და ადგილზე 30-ამდე ადამიანი დასაქმდა.

აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტების ქსელი „იაფი“ ახლახან დაფუძნებული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მთელი შემართებით, ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად, შეეცდება დაიმკვიდროს ადგილი ლიდერთა რიგებში. კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს ხელმისაწვდომ ფასებს, პროდუქტების ფართო არჩევანს და კომფორტულ გარემოს.

„ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი იქნება პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: იქნება როგორც სასურსათო, ისე საყოფაცხოვრებო ტიპის პროდუქცია. ასე რომ, მომხმარებელს ძალიან დიდი არჩევანი ელის, როდესაც მოვა „იაფის“ სუპერმარკეტებში“, – აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, „იაფი“ გორის ფილიალზე არ გაჩერდება და ქვეყნის მასშტაბით, ამავე ბრენდის ახალი მაღაზიები საკმაოდ მოკლე შუალედებში გაიხსნება. კომპანიას უკვე 6 მიმდინარე პროექტი აქვს და ისინი, დაახლოებით, ერთ კვირიან შუალედში გაიხსნება. გორის შემდეგ იქნება თბილისი, კერძოდ წყალტუბოს ქუჩაზე გაიხსნება „იაფის“ მაღაზია და ამას უკვე მოჰყვება სხვა ფილიალებიც. კომპანია წლის ბოლომდე 300-ამდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g