LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში iPhone 12-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო – ფასი 3599 ლარიდანაა

278
843fd250-1279-11eb-9df7-f0948508264f

საქართველოში iPhone 12-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო – ინფორმაციას კომპანია iPlus სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, iPhone 12 – ის ღირებულება 3599 ლარიდან იქნება, iPhone 12 Pro-ის ფასი კი 4499 ლარიდანაა.

Iplus-ის ინფორმაციითვე, საქართველოში iPhone 12 და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები 30 ოქტომბრიდან დაიწყება. Apple-ის უახლესი მოდელები ისტორიაში პირველად, შეერთებულ შტატებში გაყიდვების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაშიც ხელმოსაწვდომი ხდება.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წარმომადგენლების საშუალებით, მომხმარებლებს ახალი iPhone 12-ს და iPhone 12 Pro-ს წინასწარი შეკვეთა განვადების საშუალებითაც შეეძლებათ. უახლესი მოდელების რაოდენობა შეზღუდულია.

შეგახსენებთ, iPhone 12 კორპორაცია Apple-მა კალიფორნიაში, კუპერტინოს კამპუსში, დაახლოებით 2 კვირის წინ, წარადგინა. ახალი iPhone 12 კომპანიის პირველი სმარტფონია, რომელსაც 5G მხარდაჭერა აქვს. როგორც Apple- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკიმ განაცხადა, ეს ახალი ტექნოლოგიური ეპოქის დასაწყისია: 5G ტექნოლოგია ნიშნავს ფაილების ჩამოტვირთვისა და ატვირთვის ხარისხის ახალ დონეს, სიჩქარის უფრო მაღალ დონეს, ინტერაქტიულობას და ა.შ. ახალი სმარტფონი არის უფრო თხელი (11%-ით) და მსუბუქი (16%-ით) ვიდრე მისი წინამორბედი. იგი აღჭურვილია 6,1-ინჩიანი OLED დისპლეით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ახალ სმარტფონს აქვს, ეს არის უსადენო მაგნიტური დატენვის შესაძლებლობა MagSafe-ის გამოყენებით. iPhone 12 ხელმისაწვდომია ხუთ ფერში: შავი, თეთრი, წითელი, ლურჯი და მწვანე. ღირებულება 799 დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g