საქსტატის მონაცემებით, საქართველოში რესტორანში კვების ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანში სადილი 4.5%-ით გაძვირდა.
წლიურ ჭრილში ასევე გაძვირებულია ხინკლის ფასიც. 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული ცვლილება, სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება.
საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ძროხის ხორცი 3.2%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცის ფარშის ფასმა კი 2.3%-ით მოიმატა. რაც შეეხება ღორის ხორცს, მისი ფასი წლიურ ჭრილში მცირედით – 1.5%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ხინკლის მომზადებისთვის საჭირო სხვა მასალებს – მწვანილი 67.8%-ით გაძვირდა, ფქვილის ფასი 2.5%-ით, ხახვის ღირებულება კი 23.9%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, სხვადასხვა რესტორნების ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტებში ხინკლის ფასი 1.5-2.5 ლარის ფარგლებში მერყეობს.