საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3208 ადამიანი განიკურნა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 203 547-მდე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1097 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 პირი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8394 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსს კიდევ 25 პაციენტი ემსხვერპლა