საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5206 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.