ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 180 441-მდე.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.