საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 542 პირი, გარდაიცვალა 14 ადამიანი. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 177, იმერეთში – 47, შიდა ქართლში – 41.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 933 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.07 % არის.
სულ საქართველოში კორონავირუსი 270510 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 264589 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3499 ადამიანი გარდაიცვალა.