LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

99
thumbs-b-c-e2824b79c1d2daab584c3dea72510eea

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 963 მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა კიდევ 3 ადამიანი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი უკვე 841-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 3903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები