ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 18 გამოჯანმრთელებულს კიდევ 2 ახალი დაემატა და ახლა კორონავირუსისგან განკურნებული 20 მოქალაქე გვყავს.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ასევე წერია, რომ კოვიდ 19-ის 103 შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში კი 5000-ზე მეტი.
დღეს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა იმ პაციენტებზეც ისაუბრა, რომელთა მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ასეთი 4 პირია მათ კლინიკაში, აქედან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.