საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 201-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფრომაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 604 ადამიანმა კი შეძლო ვირუსის დამარცხება. საერთო ჯამში დღეისათვის ქვეყანაში 28 431 დაინფიცირებულია. კოვიდ ინფექცია 10 767-მა პაციენტმა დაამარცხა.