საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 111 პაციენტი.
მთავრობის მიერ შექმნილის გვერდის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 420 შემთხვევა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 5 223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 584 მოქალაქე იმყოფება. ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.