ბოლო 24 საათის განმავლობაში,საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1213 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსი დაამარცხა შვიდმა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 994-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.
კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.