LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა

124
shutterstock-1668158464

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა.

აქვე მოცემული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი. 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g