საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამავე გვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.