გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსმა კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 2 987 შემთხვევა.
კორონავირუსით ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 469 და გამოჯანმრთელდა 1 792 ადამიანი.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 249 934 შემთხვევა.