საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი 83 წლის იყო და ჰქონდა ქრონიკული პათოლოგიები.
ამ ეტაპზე, საქართველოში COVID-19-ით სულ 6 პაციენტია გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 485-მდე გაიზრდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139.