LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 5 გამოჯანმრთელდა

87
1583102795752 (1)

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ამავე გვერდის მიხედვით ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 917 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 776-ს შეადგენს.​

კარანტინის რეჟიმში 2744 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g