LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდვაქცინა 143 970 პირმა გაიკეთა, სრულად ვაქცინირებულია 30 722 ადამიანი

77
1

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია 143 970 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სრულად აცრილია 30 722 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდვაქცინა გაიკეთა 5 056-მა პირმა.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

მოქმედებს ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც, რომელზეც, 1 ივნისის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 110  ათასზე მეტი მსურველი.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოვაკი” საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ამ ფაქტს ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ცენტრიც:

“საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს ჩამოვიდა. იმუნიზაციის პროცესი 24 მაისიდან დაიწყო. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.” – აღნიშნულია NCDC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g