LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ლატვიის საელჩო: „ღრმად შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“

115
ზურაბ ჯაფარიძე

„ღრმად შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!“ – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ლატვიის საელჩოს ავრცელებს.

„ზურა ჯაფარიძის მეუღლე ჩემი ყოფილი თანამშრომელია, გამორჩეულად პროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატი, ჯერ სამსახურიდან გააგდეს, ახლა ქმარი დაუპატიმრეს“ – სალომე სამადაშვილი

თინა ხიდაშელი: „თუ ოდესმე, წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს“

„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g