საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლის პირობები ნაწილობრივ ცნობილი გახდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში მარტივად შემოვლენ ის ადამიანები, რომელთაც COVID ვაქცინის ორივე დოზა ექნებათ გაკეთებული. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ საზღვარზე PCR ტესტის წარდგენა ევალებათ.
შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლიდან უქმდება.
