LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მხოლოდ მარტში, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 210%-ით გაიზარდა

95
277578855_340644268106386_7804204223272295484_n

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი 2022 წლის მარტის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს.

ჯანიაშვილის განცხადებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის კოეფიციენტი 48.5 %-ს შეადგენს.

„2019 წელთან მიმართებით, 2022 წლის მარტის თვეში, ტურისტების რაოდენობის აღდგენამ 48 % შეადგინა, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. ეს არის იმ მრავალი აქტივობის რეზულტატია, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებისთვის განვახორციელეთ. სრული სურათი რომ დავინახოთ იანვარი-მარტის პერიოდში აღდგენის დინამიკა ტურისტების რაოდენობის კუთხით 52%-ს აღწევს, რაც ძალიან იმედის მომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

2022 წლის მარტის თვეში საქართველოში 211,484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 188,354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა კი 37.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 159,199 შეადგინა, რაც +107,944-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი 48.5%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები