LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მოხუცთა დასახმარებლად განთავსებული კალათები აქტიურად ივსება

259
vizrunot

მოხუცთა დასახმარებლად წამოწყებულ საქველმოქმედო პროექტში, ,,მაგნიტის’’ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ფილიალების უმეტესობაა ჩართული. მომხმარებლის აქტიურობა ძალიან დიდია. სპეციალურად გამოყოფილი კალათები აქტიურ რეჟიმში ივსება, შეგროვებული პროდუქცია კი ბენეფიციარებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ.

სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტში’’ საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს – მომხმარებლებს კონკრეტულ სექციებზე ნიშნულები ხვდებათ, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულთათვის გადასაცემ პროდუქტს არჩევენ. სურვილის შემთხვევაში, მათ პროდუქციის შეძენა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოთავსება შეუძლიათ. აღნიშნულ პროდუქტებს ,,წითელი ჯვრის’’ მოხალისეები აფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს ურიგებენ.

,,არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. ამ პროექტით ჩვენს მომხმარებლებსაც მივეცით საშუალება წვლილი შეიტანონ ამ საქვეყნო საქმეში. აღსანიშნავია, რომ მათი ჩართულობა და აქციის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. მაქსიმალურად ვცდილობთ თანადგომა გამოვუცხადოთ საზოგადოებას და მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა უწყებას, შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ’’ – აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.

ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილი პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც მოხუცებს სახლში მიეწოდებათ ასე გამოიყურება: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საშუალებები. პროექტის ფარგლებში, ,,მაგნიტის’’ მომხმარებელს სწორედ ამ პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.

,,მაგნიტმა’’ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაერთი ღონისძიება გაატარა. მათ შორის, კომპანიამ „Stopcov ფონდში“ 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.

სურსათითა და პირველადი მოხმერების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადის დაკვირვებას და მკურნალობას.

აღსანიშანავია, რომ „მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები: მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდება.

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 210-ზე მეტი ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები