LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მოქმედი კომპანიების თითქმის 63% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებს

47
16

2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 95.0 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 76.1 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ. ამის შესახებ საქსტატის ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელმაც საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება გამოიკვლია.

მათივე ცნობით, 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 32.7 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს, ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 19.7 პროცენტით.

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორებიცაა: სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 28.5 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 62.8 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოთა 4.1 პროცენტს ჰქონდა საქონლისა და მომსახურების ვებ -გაყიდვები, რომელთა 81.0 პროცენტს შეადგენდა გაყიდვები კერძო მომხმარებლებზე (B2C), 16.8 პროცენტს – გაყიდვები სხვა საწარმოებზე (B2B) და 2.2 პროცენტს გაყიდვები საჯარო სექტორზე (B2G).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები