LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ,,ომიკრონის” შემთხვევების რიცხვი 335-მდე გაიზარდა

95
1

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით, “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა.

როგორც გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში “ომიკრონის” შიდა გავრცელება დაიწყო:

“უკვე გვაქვს კონტაქტირებულ ადამიანებში გავრცელება, ანუ შიდა გავრცელებაც იწყება”, – თქვა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, “ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 20 დეკემბერს გამოვლინდა.

რაც შეეხება დღევანდელ კოვიდსტატისტიკას: გამოვლინდა 3 567 ახალი შემთხვევა,  გარდაიცვალა 41 ადამიანი, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 105 ადამიანი.

ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც დიდი ალბათობით, “ომიკრონით” არის გამოწვეული: გამყრელიძე

„ბუსტერი“ და „ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია: ამირან გამყრელიძე

magti 5g