დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სულ „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა გვაქვს. მისივე განცხადებით, შიდა გავრცელება იწყება.
გამყრელიძის თქმით, დილით დადასტურებული შემთხვევებიდან 18 წლამდე ასაკის 16 ადამიანია.
გარდაიცვალა 32, დაინფიცირდა 3 436 – განახლებული კოვიდსტატისტიკა
„დღეს დილის მონაცემებით დაფიქსირებული იყო „ომიკრონის“ 159 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს კვლევაში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ნიმუში, როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიაში. იქიდან დაემატა კიდევ დღის განმავლობაში „ომიკრონის“ 94 დადებითი შემთხვევა. სულ ახლა გვაქვს „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა.
შესწავლილი შემთხვევებიდან 17%-ში გვქონდა რეინფიცირება, ასევე მოკვლეულ შემთხვევათა 67%-ში არიან სრულად ვაქცინირებული ადამიანები, მათ შორის 8 შემთხვევა ბუსტერიზირებული, მაგრამ ყველა ეს შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 5 ადამიანს, აქედან 3-ს დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ თავისი თანმხლები დაავადების გამო და არა კოვიდის. ამ შემთხვევების უმეტესი ნაწილი გახლავთ შემოტანილი. უკვე გვაქვს კონტაქტირებულ ადამიანებში გავრცელება, ანუ შიდა გავრცელებაც იწყება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.