LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუსტერი“ და „ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია: ამირან გამყრელიძე

150
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ბუსტერი“ და „ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია. მისი განმარტებით, ბუსტერიზირებული, განსაკუთრებით, „ფაიზერით“ ბუსტერიზირებული მოსახლეობა უფრო მყარად დაცულია „ომიკრონთან“ მიმართებით.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ამ ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს.

„დღეს „ბუსტერი“ და ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია, რამეთუ ბუსტერიზირებული, განსაკუთრებით კი, „ფაიზერით“ ბუსტერიზირებული მოსახლეობა უფრო მყარად დაცულია „ომიკრონთან“ მიმართებით, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. შესაძლებელია, ამ ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს. ამის დადასტურება გახლავთ ის, რომ გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც ისევ კამერუნის შემთხვევებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„37% გვაქვს პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ძალიან დაბალია. სასურველია, რომ 95%-ზე ავიდეთ. ხშირად ვიმეორებ, რომ თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე, აპრილამდე 2 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g