კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, პანდემიამ საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 15,141 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 2020-2021 წლის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში პანდემიის გავრცელებას შეეხება. სხვა საკითხებთან ერთად ანგარიში მიმოხილულია გარდაცვლილთა ჩაშლილი სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც:
კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 96% – 50 წელზე უფროსი იყო;
86% – 60 წელზე უფროსი;
61% კი 70 წელზე უფროსი ასაკის გარდაიცვალა იყო.
NCDC-ის თანახმად, Covid-19-ით გარდაცვლილთა 52% ქალი იყო, 48% კი კაცი.
გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების 50,2% აღენიშნებოდა სხვადასხვა თანხმლები დაავადება.
ამასთან გარდაცვალების 81%-ში თანმხლები დაავადება გართულებული იყო ფილტვების პნევმონიით, ხოლო დაახლოებით 80%-ს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
ასევე, საგულისხმოა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა 41%-ში თანხმლები დაავადებების ანამნეზში ჰიპერტენზია ფიქსირდებოდა; დიაბეტი – 25.9%; ემბოლია – 8.2%; ონკოლოგიური დაავადებები – 5.6%;
ფილტვების ქრონიკული დაავადებები – 4.7%.
საქართველოში 2020-2021 წლებში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების განაწილება ასაკის მიხედვით:
● 0-9 წელი – 14 ადამიანი; წილი 0.1%
● 10 – 19 წელი – 14 ადამიანი; წილი 0.1%
● 20-29 წელი – 42 ადამიანი; წილი 0.3%
● 30-39 წელი – 139 ადამიანი; წილი 1.0%
● 40-49 წელი – 402 ადამიანი; წილი 2.9%
● 50-59 წელი – 1,386 ადამიანი; წილი 10.0%
● 60-69 წელი – 3,437 ადამიანი; წილი 24.8%
● 70-79 წელი – 4,061 ადამიანი; წილი 29.3%
● 80+ – 4,394 ადამიანი; წილი 31.7%
საქართველოში 10 700-მდე ორსული დაინფიცირდა – როგორია კოვიდპაციენტების სტატისტიკა