LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პენსიონერთა 71.3% ქალია, სოციალური პაკეტის მიმღებთა 66.7% – მამაკაცი

146
პენსიონერი

2022 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი – კაცი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

უწყების ცნობით, პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი – იმერეთში, 10.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პენსიის მიმღებთა განაწილება რეგიონების მიხედვით, 2022 წელს.

რაც შეეხება სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს, საქსტატის თანახმად, მათმა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 პროცენტს – კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.8 პროცენტს – ომის მონაწილეები, 12.0 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6 პროცენტი იმერეთში, 11.5 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სოციალური პაკეტის მიმღებთა განაწილება რეგიონების მიხედვით, 2022 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g