საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მესამე კვარტალში 197.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 55.2%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების, ასევე, ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებით.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: ნიდერლანდები – 60.2 მლნ აშშ დოლარით, მალტა – 58.3 მლნ აშშ დოლარით, გაერთიანებული სამეფო – 55 მლნ აშშ დოლარით.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილს ენერგეტიკის სექტორი (43 მლნ აშშ დოლარით), მესამეს კი ვაჭრობის სექტორი (32.1 მლნ აშშ დოლარით) იკავებს.