LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პურის ფასმა 16%-მდე მოიმატა

114
პური

დღეიდან ქსელურ და საცალო სუპერმარკეტებში პური, მინიმუმ, 10 თეთრით გაძვირდა. საუბარია ე.წ. მასობრივი წარმოების თეთრ პურზე. უფრო კონკრეტულად, გაძვირდა 410 გრამიანი ბატონი, 530 გრამიანი ბატონი და ამავე წონის დაჭრილი პური.

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ფასის ცვლილების მიზეზი, შესაძლოა, მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებასა და შესაფუთ მასალებზე ფასის ცვლილებას უკავშირდებოდეს, რის გამოც კონკრეტულმა პურის მწარმოებლებმა ფასები დააკორექტირეს.

აღსანიშნავია, რომ მასობრივი წარმოების პურის გაძვირებას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის მიერ იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივების და იმპორტის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება.

ცნობისთვის, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას იმპორტიორს ყოველ კილოგრამზე, 25 თეთრის ნაცვლად, 30 თეთრის (ანუ ტონაზე 300 ლარის) გადახდა მოუწვეს.

გადასახადი დაკორექტირდა ქერსა და ქატოზეც, კერძოდ, ის გაორმაგდა და 10 თეთრის ნაცვლად, ერთ კილოგრამზე 20 თეთრი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g