LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საავიაციო ნავთის მოხმარება იზრდება

1

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,0 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში, საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,6 ათასი ტონა, რაც 8,7ათასი ტონით, ანუ 10,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 55,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,2%-სშეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი – 28,7 ათასი ტონა (31,0%) და სხვა.

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება,  რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g