LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია ”ორიჯინის” გენერალური ასამბლეა ჩატარდება

107

2017 წელს საქართველოში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ორიჯინის” გენერალური ასამბლეა ჩატარდება.

„ორიჯინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო ქსელია და გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დარგში მომუშავე 350-მდე ასოციაციას აერთიანებს, მათ შორის ქართულ ორგანიზაცია ”ორიჯინს”, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დააფუძნა.

როგორც ”ფორტუნას” საქპატენტის დირექტორმა ნიკოლოზ გოგილიძემ განუცხადა, ”ორიჯინის” ქართული წარმომადგენლობა ახალი ადგილწარმოშობის პროდუქტების დასახელებებს მოიძიებს და დაარეგისტრირებს.

”ამ ორგანიზაციის არსი არის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარება, მწარმოებლების წახალისება და ა.შ.  ვმუშაობთ  ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების მოძიებაზე და დარეგისტრირებაზე. არსებულებს კი ხელს შევუწყოთ თავიანთი პროდუქციის გასაღებაში” – აღნიშნა გოგილიძემ.

მისივე თქმით, წარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს გენერალური ასამბლეაც, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ტარდება, 2017 წელს კი საქართველოში გაიმართება.

”ამ ორგანიზაციის წევრებს აქვთ საშუალება მოიძიონ, ესტუმრონ და ნახონ ერთმანეთის პროდუქცია და მოხდეს ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის გატანა, ან მათი მათი შემოტანა იმპორტით” – განაცხადა საქპატენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g