LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ნახევარზე მეტი საჰაერო გზით შემოვიდა

60
260640230-4513309312052349-9057798153674678042-n

2021 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების 51% საქართველოში საჰაერო გზით შემოვიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის მაჩვენებლები 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 225,8%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2019 წელს საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 52,1%-ითაა შემცირებული.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს საჰაერო გზით ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 877 158 ვიზიტორს შეადგენს, 2020 წელს 269 193 ვიზიტორს, 2019 წლის მაჩვენებლებით კი 1 829 341 ვიზიტორს.

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g