LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია: ეკატერინე ტიკარაძე

59
ეკატერინე ტიკარაძე01010

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „საქართველოში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია“. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში და დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ექიმის ყურადღების გარეშე.

მინისტრის შეფასებით, რთული ეპიდვითარება ჰოსპიტალურ სექტორზე ნათლად აისახება.

ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება

ქორწილის, ქელეხის და მსგავსი ღონისძიებებისთვის კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება

ღამის კლუბების ფუნქციონირება ღია და დახურულ სივრცეებში კვლავ იკრძალება

პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10-14 დღეში ჩანს: ამირან გამყრელიძე

დღეს-დღეობით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ეს ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე ნათლად აისახება, ვინაიდან, არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს. ჩვენ ასევე ჩვენი ყველა სსიპ-ის დახმარებით აქტიურად ვართ ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში. დღეის მდგომარეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება.

დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ, სადაც წარდგენილი გვქონდა მრავალი სახის რეგულაციის რეკომენდაცია. საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, დღეის მდგომარეობით გამკაცრებულიყო და დაწესებულიყო რეგულაციების ის ჩამონათვალი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. გასათვალისწინებელია, რომ თითოეული რეგულაციის დაწყებიდან საშუალოდ ათი დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ასახვა ეპიდვითარებაზე. საჭიროა მოვლენებს დაველოდოთ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას და ეპიდვითარებაზე დაკვირვებას. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს დამატებითი თხოვნით მივმართავთ“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g