LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შავი ზღვის სანაპირო სრულიად უსაფრთხოა – მაია ომიაძე

132
მაია ომიაძე (1)

„შავ ზღვაში წყლის ხარისხი უსაფრთხოა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევების შედეგების მიხედვით, ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია“, – ასე შეაფასა შავი ზღვის წყლის ხარისხის შედეგები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, რომელიც აჭარის რეგიონში ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

მაია ომიაძის განცხადებით, ზღვის წყლის ხარისხი ნორმებს აკმაყოფილებს და საზღვაო კურორტები უკვე სავსეა დამსვენებლებით.

„საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დამსვენებლებისთვის სრულიად უსაფრთხოა, ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე მოწმდება და შეიძლება ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველგვარი შიში უსაფუძვლოა, ყველას შეუძლია იხილოს, რომ ზღვისპირა რეგიონებში, აჭარაში ძალიან ბევრი ტურისტია, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g