ქუთაისის კერძო სკოლის „ღონე ქვეყნისას“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა პარლამენტში საკანონდებლო წინადადება წარადგინეს, რომლის თანახმად, მამების პატივსაცემად ქვეყანაში 19 დეკემბერს დაწესდეს “მამის დღე” და 3 მარტის (დედის დღის) მსგავსად უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.
„დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს მამის დღე. გვსურს ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს და მეორე მშობლის მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება.
მიგვაჩნია, რომ მამის დღე უნდა იყოს 19 დეკემბერს, როდესაც ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარ ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც შვილს ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს,“-ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით საქართველოში მამის დღის დაწესების საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.