LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შესაძლოა “საკვების ბანკი” შეიქმნას

153
1

მოქალაქე დავით მებაღიშვილი საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით მიმართავს – შეიქმნას “საკვების ბანკი”.

ინიციატორმა საკანონმდებლო წინადადება “საკვების ბანკის შექმნის” შესახებ უკვე შეიტანა და პარლამენტის ბიუროს  გადაწყვეტილებით, აღნიშნული წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებს დაევალა.

მოქალაქის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინადადება საკვების გაფლანგვასთან მიმართებაში შესაქმნელ სტრატეგიას უკავშირდება და მისი შექმნა სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შესამცირებლად და არასამთავრობო სექტორის სოციალური განვითარებისთვის არის საჭირო.

როგორც ინიციატივის ავტორი აღნიშნავს, საკვების უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებმა მთელს ევროპაში დაამტკიცეს, რომ სხვადასხვა საკვებს, რომელსაც ვადა გასდის და მაცივარშია შენახული, ვარგისიანობას 1-2, ზოგიერთი პროდუქტი კი 3 თვეც ინარჩუნებს.

“საკვების ბანკი, რომელიც ფართოდ ითანამშრომლებს ქართულ ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყობს ღია და ფარული შიმშილის პრობლემის მოხსნას.” – აღნიშნავს მოქალაქე.

პროექტის ავტორი ანალოგიურ მაგალითად ფრანგულ მაგალითს – ეკონომიკური საქმეების კომისიის თავმჯდომარის გიომ გაროს
კანონს ასახელებს, რომელიც დამტკიცებიდან 1 წლის ვადაში, ითვალისწინებს დიდი და საშუალო ზომის სასურსათო მაღაზიების დაწესებულებების შეთანხმების ხელმოწერას საკვების დახმარების ასოციაციებთან ჯარიმის ძალით:

“პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ყველა მხარეს შეუძლია განახორციელოს ისეთი მოქმედება რომელიც საკვების გაფლანგვას შეამცირებს: საკვების გაფლანგვა, საკვების შემოწირულობა, ისეთი პროდუქტის ხელახალი გამოყენება რომელიც არ გაიყიდა ადამიანური მოხმარებისთვის და ბოლოს ენერგეტიკული ანუ ეკონომიური შეფასება. კანონი ასევე საშუალებას აძლევს მწარმოებლებისგან პირადი პროდუქტების შემოწირვას სოლიდარობის ასოციაციებისთვის.” – აღნიშნულია პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

მოქალაქე საფრანგეთში სურსათის ნარჩენების და საკვების დაუცველობის შესახებ რამდენიმე მონაცემზეც ამახვილებს ყურადღებას:

◼  კანონის ამოქმედებამდე 10 მილიონი ტონა პროდუქტი იკარგებოდა და იფლანგებოდა ყოველ წენს ადამიანური დანაყრებისთვის;

◼  2016 წელს 67 000 ტონა საკვები პროდუქტი (105 000 ტონიდან) გადაარჩინეს განადგურებისგან საკვების ბანკებმა;

◼  საკვების ფაგლანგვის ღირებულება 1 წელში 1 სულ მოსახლეზე დაახლოებით 160 ევროდ ფასდებოდა, ანუ მაქსიმუმ, 20 მილიარდი ევრო წელიწადში;

◼  ყოველ წელიწადს 4 მილიონამდე ადამიანი ითხოვს სასურსათო დახმარებას და მოსახლეობის 14% იყო სიღარიბეში 2014 წლის მონაცმემებით;

◼  მეორე საკანონმდებლო წინადადება: სასურსათო ბანკი: 1984 წლიდან, 30 წელზე მეტია მუშაობს ეს ბანკი რათა სურსათი არ იყოს
გაფლანგული.

მოქალაქე დავით მებაღიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს და სთხოვს, საკანონმდებლო წინადადების იდეა შემდგომი განხილვისთვის, ეკონომიკის საქმეთა კომისიას გაუგზავნოს, რათა საჯარო სივრცეში საჭმლის შესაძენად მოწყალებაზე გამოსული ადამიანები აღარ იყვნენ.

 

 

magti 5g