LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შიდა ტურიზმის დინამიკა გაიზარდა

136
ტურიზმი

PMC კვლევითი ცენტრი შიდა ტურიზმის შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში შიდა ვიზიტების რაოდენობამ 9.2 მილიონს მიაღწია, რაც 2022 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სამცხე-ჯავახეთსა (23%-ით) და თბილისში (11%).

ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა, გასული წლის მსგავსად, შემცირდა და 1.3 ღამე შეადგინა.

შიდა ვიზიტების ძირითადი მიზანი იყო მეგობრების/ნათესავების მონახულება (48%), საყიდლები (18%) და მეორე სახლის (მაგალითად, აგარაკის) მონახულება (10%).

შიდა ვიზიტორების ხარჯებმა 1.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდს 14%-ით აღემატება. ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა საყიდლების (17%-ით) და საკვების/სასმლის (25%-ით) კატეგორიებზე.

2023 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 10%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ წლიური ფასები განსაკუთრებით შემცირდა საოჯახო სასტუმროების კატეგორიისთვის (-14.3%). წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (33.4%), ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-16.3%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g