LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლა იოგურტის წარმოებას იწყებს

92
attachment-Cashew-Yogurt-2

დმანისში, შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“ იოგურტის წარმოებას სექტემბრიდან დაიწყებს. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც სკოლის დირექტორს თინათინ მახარაძეს ესაუბრა.

როგორც მახარაძე ამბობს, იოგურტის წარმოების დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გართულებული ლოგისტიკური ჯაჭვის გამო, საჭირო დანადგარების ჩამოტანა – მონტაჟი დროში გაჭიანურდა.

ცნობისთვის, შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიას“ დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და “მარგებელი ჰოლდინგის” მფლობელი მიხო სვიმონიშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g