LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სტუდიებისა და პავილიონების გახსნა იგეგმება – არის შემოთავაზება ჰოლივუდთან ასოცირებული კომპანიებისგან

60
jakob-owens-CiUR8zISX60-unsplash-scaled

მთავრობამ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განახლებული ფორმით კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, ასევე საქართველოში აღიარებული და ცნობილი კინოკომპანიის ჩამოსვლასა და აქ კინოგადაღებებს, გარკვეული სამუშაო ადგილების შექმნას. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროგრამის განახლების მოლოდინში რამდენიმე პროექტი წამოიწყო, რომელიც საქართველოში არა მხოლოდ ერთჯერადად რომელიმე კინოპროდუქტის გადაღებას, არამედ კონკრეტულად სტუდიებისა და პავილიონების გახსნას ითვალისწინებს. მათ შორის ჰოლივუდთან ასოცირებული კომპანიებისგან არის ასეთი შემოთავაზება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება მომავალ წლებში, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოში მსოფლიო კინოინდუსტრიის პლატფორმის დამკვიდრებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g