LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რეგისტრაცია 6 აგვისტოს სრულდება: NAEC

78
1

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღე, საშუალება აქვთ, სწავლა საქართველოში გააგრძელონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამისათვის მათ მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას თავად გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

➤  მსურველებმა განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე.

➤  განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected].

გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

როგორც NAEC-ში აცხადებენ, გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში კი გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2465

იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g